Sunday, November 17, 2013

      IX  დღე  
      რეფლექსია VIII მოდულზე
      ტექნოლოგიების ეფექტურად და გამიზნულად შერჩევა და გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა უკეთესად შეფასების მიზნით;
      საკუთარი ნამუშევრების წარმოდგენა;
      კოლეგებს გავუზიარეთ კონსტრუქციული უკუკავშირი;
      მოვამზადეთ და წარმოვადგინეთ პროექტის პორტფოლიოები;
      შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი.

Saturday, November 16, 2013


                              

   

                       დღე VIII

          რეფლექსია   მე-7   მოდულზე



   დღევანდელი მუშაობითაც ძალიან კმაყოფილი ვარ.  ვიმუშავეთ მე-7 მოდულში.
დავამუშავეთ ისეთი საკითხები, როგორიცაა ფასილიტაცია მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებაში ტექნოლოგიების გამოყენება. განვიხილეთ როგორ დავუსვათ კითხვები ისე ტაქტიანად, რომ მათზე პასუხი გამიზნული და ზუსტი მივიღოთ; სასწავლო პროცესის ხელშესაწყობად შევქმენით სხვადასხვა დოკუმენტი, ცხრილები, ვებრესურსები; გავიხილეთსასწავლო პროექტის განხორციელების იდეები; შევაფასეთ პორტფოლიოები.
                     



Sunday, November 10, 2013

      დღე  VII
       რეფლექსია მე-6 მოდულზე
დღეს ვიმუშავეთ მოსწავლეთა თვითრეგულაციაზე; როგორ შევუწყოთ ხელი დიფერენცირებულ სწავლებას ყველა ტიპის მოსწავლისთვის;
გავაანალიზეთ მოსწავლეთა შეფასება თვითრეგულაციისთვის;
გავაკეთეთ სასწავლოპროექტის მოდიფიცირება;
ვიმსჯელეთ, თუროგორ უნდა დავაკმაყოფილოთ მოსწავლეთა განსხვავებული  საჭიროებები;
ვუპასუხეთ შეკითხვას "როგორ დავეხმარო მოსწავლეს დამოუკიდებელ მსწავლელად ჩამოყალიბებაში";

Saturday, November 9, 2013

              დ ღ ე   VI      

             მეხუთე მოდულის რეფლექსია

        დღეს, მე-5 მოდულის ფარგლებში გავაკთეთ ჩვენს მიერ მომზადებული, ე. წ. "მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის" პრეზენტაცია. ვიმუშავეთ წყვილებში და ერთმანეთს გავუზიარეთ "ნაშრომის" საკუთარი ვერსიები; გავაანალიზეთ, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეთა ჩართვა შეფასების პროცესში; შეფასების ცხრილის გამოყენებით გავარკვიე, თურომელი შეფასებების გამოყენება შემიძლია ამ მოდულის ფარგლებში; გავაანალიზეთ შეფასების კრიტერიუმები და შევაჩიე ჩემი პროექტისთვის გამოსადეგი კრიტერიუმები; კიდევ უფრო დავხვეწეთ შეფასების გეგმის რეზიუმე.
   მეცადინეობა ძალზედ საინტერესო და პროდუქტიული იყო.
                                        
      

Sunday, November 3, 2013


                  დღე V

    მესამე-მეოთხე მოდულების რეფლექსია


I I I  მოდული

          განვიხილეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტ-რესურსების გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში:
           პრეზენტაციების გაზიარება და საჭიროებების დადგენა;
           განვიხილეთ:
 სტანდარტების მიღწევის საკითხი;
საავტორო უფლებების დაცვა და სამართლიანი გამოყენების საკითხები;
           გავეცანით და შევაფასეთ ინტერნეტ-რესურსები;
           გავაანალიზეთ ელფოსტის გამოყენება (რესურსები და საშუალებები);
           დავგეგმეთ კომუნიკაციის ინსტრუმენტების ჩვენს თემაში გამოყენება.


  I V  მოდული
 განვიხილეთ:
Add caption
 სასწავლო ნიმუშების შექმნა;
ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების გზები;
 მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის გეგმა;
 პროექტის გეგმაში შევიტანეთ საჭირო  ცვლილებები.
             
          

Saturday, November 2, 2013

           დღე   IV

   პროექტის გეგმაზე მუშაობა

 

მეცადინეობა დაიწყო დროულად.
გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე; გავაანალიზეთ პროექტის გეგმის დროში გაწერა და შევადგინეთ გეგმა;
 ვიმუშავეთ Power-Point-ში: გავაკეთეთ საპრეზენტაციო მასალა.
სამუშაო იყო ძალიან საინტერესო.

Saturday, October 26, 2013

 

         დღე III

 

          მეორე მოდულის რეფლექსია

 

ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე; განვსაზღვრეთ სტანდარტები და შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, ღრმად გავაანალიზეთ  შეფასების მეთოდები და სტრატეგიები, გავშიფრეთ გონებრივი იერიშის გამოყენება პროექტის ფარგლებში; დავხვეწეთ  სტანდარტები და მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომლებიც აუცილებელია პროექტის გეგმის შედგენისა და განხორციელებაში; 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები შევარჩიეთ და მოვარგეთ  პროექტს.
     სამუშაო იყო საინტერესო და შინაარსიანი. ტრენერი გასაგებად გვაწვდიდა ინფორმაციას; ყველა შესწავლილი უნარ-ჩვევა პრაქტიკულად განვახორციელეთ.