სასწ. პროექტის ავტორი:
ასმათ ჯიჯავაძე
ქალაქი:
ბათუმი
სკოლა:
მე-14 საჯარო
თემის დასახელება: მშობლიურო ენავ ჩემო
საგანი: ქართული ენა
კლასი: მე-5
პროექტის შინაარსი:
პროექტი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გაარკვიონ, თუ რომელი სიტყვები ითვლება ლიტერატურული ენის დამახინჯებად, როგორია მათი გამოყენების არეალი და სიხშირე;
პროექტის შინაარსი:
პროექტი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს გაარკვიონ, თუ რომელი სიტყვები ითვლება ლიტერატურული ენის დამახინჯებად, როგორია მათი გამოყენების არეალი და სიხშირე;
პროექტის
დასაწყისში,
გონებრივი
იერიშის დროს,
მოსწავლეებს
მიეწოდება
მომზადებული
თეზისები ქართულ
სალიტერატურო
ენაში
არსებული
პრობლემების
შესახებ; მიეცემათ
ზოგადი
მიმართულებები,
თუ
რა
მხრივ
უნდა
წარმართონ
თავიანთი
ინტერესი
აღნიშნული
პრობლემების
ჩარჩოებში;
დიაგნოსტიკური ტესტით გაირკვევა, თუ რა ცოდნას ფლოფენ მოსწავლეები არსებული დამახინჯებების შესახებ; თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების პროცესში გამოყენებული იქნება რუბრიკები და კითხვარები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს ნათლად დაინახონ, რა იციან და რის შესახებ არ აქვთ წარმოდგენა, რა უნდა გაარკვიონ და გაიგონ;
მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით კლასი გაიყოფა სამ ჯგუფად. აუცილებლად, გათვალისწინებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებები, ანუ: მოსწავლეთა აკადემიური მონაცემები, მათი საბაზისო უნარ-ჩვევები და ინდივიდუალური თავისებურებები. შეიმუშავდება სამოქმედო გეგმა, შეირჩევა და განაწილდებეა დავალებები: დასახლებაში, ოჯახში, სამეგობრო წრეში გამოკითხვები; დამახინჯებული სიტყვა-გამოთქმებისა და ბარბარიზმების შეგროვება .
პროექტის მსვლელობაში აქტიურად იქნება ჩართული ი ს ტ-ის ტექნოლოგიები, რომელიც ხელს შეუწყობს მასალისა, და საერთოდ პროცესის ორგანიზებას, აგრეთვე, მოსწავლეების დაინტერესებას და ახალი უნარ-ჩვევების შეძენას. ი ს ტ- ტექნოლოგიების შერჩევასა და გამოყენებას მეთვალყურეობას გაუწევს პროექტში ჩართული ი ს ტ-მენეჯერი; მონიტორინგის რუბრიკა სპროცესის დინამიკაზე დაკვირვების აშუალებას მოგვცემს.
საუბრების, დიალოგების, ინტერვიუებისა და ინტერნეტწყაროების მეშვეობით შეგროვილი მასალა წარმოდგენილი იქნება შუალედურ შეხვედრებზე. პროექტის ფარგლებში, აზრთა გაზიარებისა და შედარებების მიზნით, გაიმართება დისკუსია; შეგროვილ მასალას გაუკეთდება შესაბამისი ანალიზი და კლასიფიკაცია; შემუშავდება აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას და განაწილდება დავალებები.
მოეწყობა ე.წ. გასვლითი საუბრები ქართული სალიტერატურო ენის სიწმინდის მნიშვნელობაზე.
პროექტის ბოლოს ერთი ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას, მეორე---მოამზადებს პლაკატებს, რომლებიც გამოიკვრება შესაბამის თვალსაჩინო ადგილებზე, ხოლო მესამე მოამზადებს და გამოუშვებს კედლის გაზეთს.

პროექტის ხანგრძლივობა: დაახლოებით, ერთი თვე
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები:
საგანმანათლებლო-----გრამატიკული წესების მართებულად გამოყენება ენობრივ თავისებურებათა ამოცნობა; სხვადასხვა სახის ტექსტების დამოუკიდებლად შექმნა;
განმავითარებელი-----საქართველოს მოსახლეობის მახასიათებლების განსხვავება; ინტერპრეტაციის საწყისი უნარების განვითარება; ი ს ტ-ს შერჩევა და გამოყენება;
აღმზრდელობითი-----ჯგუფური მუშაობის, სიტუაციებში გარკვევისა და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების მიღება.
ამოცანები და სწავლის შედეგები ( 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები )
*საღი მსჯელობა და აღქმა; *ინფორმაციის კლასიფიკაცია და შესაბამისი ანალიზი; *ჯგუფთან ეფექტურად მუშაობის უნარის დემონსტრირება; *პასუხისმგებლობის გაზიარება; *ტექნოლოგიების გამოყენება; *კულტურული განსხვავებების გათვალისწინება; *გულმოდგინებისა და ეთიკის დემონსტრირება.
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა: როგორ ურთიერთობენ ადამიანები?
თემატური კითხვები: რატომ არის მნიშვნელოვანი ლიტერატურული ენა? რას ნიშნავს: დავიცვათ ენის სიწმინდე?
შინაარსობრივი კითხვები: რომელი სიტყვები ითვლება არალიტერატურულ სიტყვებად? რა უწყობს ხელსდამახინჯებული სიტყვა-გამოთქმების ენაში დამკვიდრებას?
შეფასების დროის სქემა
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე:
გონებრივი იერიში; დიაგნოსტიკური ტესტი; თვითშეფასების რუბრიკა: ვიცი, მინდა ვიცოდე;
პროექტის მსვლელობის დროს:
პროცესის მონიტორინგი; მოსწავლეთა თვითმონიტორინგი; დისკუსიის რუბრიკა; შუალედური შეხვედრები-მოპოვებული მასალის შეფასება; ჯგუფური მუშაობა;
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ:
ურთიერთშეფასებები, თვითშეფასებები, გაზეთი, პლაკატები, პრეზენტაცია.
სპეციალური საჭიროებები
მოსწავლეთა ჯგუფებად დაყოფის დროს აუცილებლად გათვალისწინებული იქნება თითოეული მოსწავლის აკადემიური დონე, ინდივიდუალური თავისებურებები და საჭიროებები. მოსწავლეებს დავალებები მიეცემათ იმის მიხედვით, თუ რა შეუძლიათ და რისი გაკეთება სურთ.
შეფასების ინსტრუმენტების მოკლე მონახაზი
დიაგნოსტიკური ტესტი, რომლის საშუალებითაც შეიძლება უკვე არსებული ცოდნისა და უნარების დადგენა; თვითშეფასების რუბრიკა " ვიცი..., მინდა ვიცოდე..."---მოსწავლეები თავად გაარკვევენ და შეაფასებენ, თუ რა იციან, რისი შესაძლებლობა და უნარი აქვთ და რის გაგება, შესწავლა სურთ; პროგრესის მონიტორინგი და თვითმონიტორინგი, რომლის მეშვეობითაც საშუალება იქნება პროექტის ყველა მონაწილე დააკვირდეს როგორც საკუთარ წარმატებებს, ისე---საერთოს; დისკუსია, შუალედური შეხვედრები (მასალათა შეფასება), ჯგუფური მუშაობა--- აზრთა გაზიარება, შეხედულებების შეჯერება, მასალების შეფასება, საჭირო გადაწყვეტილებების მიღება; ურთიერთ და თვითშეფასებები---შედეგების გაანალიზება, დასკვნების გამოტანა და მომდევნო აქტივობების გადახედვა; გაზეთის, პლაკატისა და პრეზენტაციის შეფასება---დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეფასდებაშექმნილი პროდუქტების შინაარსი, ვიზუალი,მიზნებთან შესაბამოსობა, გრამატიკული და ლექსიკური გამართულობა.
საბაზისო უნარ-ჩვევები
მოსწავლეებმა
იციან ქართული სალიტერატურო ენის ძირითადი ნორმები; შეუძლიათ
ერთმანეთისაგან განასხვავონ სწორი და მცდარი გამოთქმები; აქვთ
გრამატიკული მასალის შესაბამისი ცოდნა; აქვთ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების საშუალო დონის უნარ-ჩვევები.
No comments:
Post a Comment